1. პროექტის სახელი: როკ-მუსიკის გავლენა ადამიანებზე
:2. პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: ქრისტიანი ახალგაზრდების უმეტესობა როკ-მუსიკის ერთგული უფროა ვიდრე ქრისტესი.
3 . პროექტის სრული აღწერა: ცნობილია, რომ როკ-მუსიკა გამოჩენისთანავე მეამბოხური სულისკვეთებისა იყო. იგი თავიდანვე ამხედრებდა ადამიანს მშობლებისა და საზოგადოების წინააღმდეგ. ახლა კი ზოგიერთი როკ-ჯგუფი ღიად მოუწოდებს ტრადიციული ქრისტიანული პრინციპების უარყოფისაკენ. ძალიან სამწუხაროა, რომ ახალგაზრდების უმეტესობა, რომელთანაც მიწევს ურთიერთობა, უბრალოდ კი არ უსმენს ამ მუსიკას, ღრმად განიცდის მას. ერთ-ერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მძიმე მეტალის შვიდასი ყველაზე პოპულარული სიმღერებიდან 50%-ში ლაპარაკია მკვლელობაზე 35%-ში სატანიზმზე, 17%-ში კი-თვითმკვლელობაზე. ახალგაზრდობის დაწვრილებიტი გამოკიტხვის შედეგად დაასკვნეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებმა თვალყური ადევნონ, რას უსმენენ მათი შვილები და ყურადღება მიაქციონ მათ მიერ გამოვლენილ ნებისმიერ არანორმალურ სიმპტომებს. მსგავსი გამოკითხვის შედეგად საზოგადოება ,,National association,,-მა დაასკვნა,რომ წელიწადში დაახლოებით 6000 ახალგაზრდის თვითმკვლელობა გამოწვეულია როკ-მესიკის ზეგავლენით. საქართველოში,ისევე როგორც მსოფლიოში როკ მუსიკას უამრავი თაყვანისმცემელი გააჩნია. მუსიკის ეს ჟანრი, რომელიც 50-იან წლებში აღმოცენდა დიდ სოციალურ კულტურულ მოვლენად იქცა.იგი ყოველი ახალი თაობის განწყობის მიხედვით იცვლება, დასახელებებს იცვლის თითქოს ერთმანეთს ეწინააღმდეგება კიდეც, მაგრამ არსით იგივე რჩება . რატომ იზიდავს ახალგაზრდების ყურადღებას?ალბათ იმიტომ, რომ ვერ ხედავენ ცხოვრებაში ამაღლებულ ორიენტირებს და არ სჯერათ უფროსი თაობის.ამ მუსიკით ისინი გამოხატავენ პროტესტს თავიანთი მშობლებისადმი, რომელთა რწმენაც მათ დაკარგეს. რა თქმა უნდა გარემოს გავლენა ძალიან დიდია, ხშირად მშობლები უძლურნიც აღმოჩნდებიან მის წინაშე, მაგრამ უმჯობესია გულღიად ვესაუბროთ ბავშვს და დავიხმაროთ ადამიანები რომლებიც მზად იქნებიან გვერდით ამოგვიდგნენ. სკოლის ჯანსაღ გარემოს შეუძლია ბავშვი სასოწარკვეთილებიდან გამოიყვანოს.
უარყოფითი შედეგები;
სტატისტიკური მონაცემებით; როკ-მუსიკას ძალუძს გამოიწვიოს ემოციური გაუწონასწორებლობა, პათოლოგიური ქცევა. სამედიცინო თვალსაზრისით; როკ-მუსიკა თავის ერთგულ მსმენელს მძიმე ტრამვებს აყენებს სმენითი აპარატის, მხედველობის, ენდოკრინული და ნერვული სისტემების არეში. სუნთქვის რიტმისა და პულსის ცვლილება. ფსიქოლოგიურ ასპექტში; 1) ემოციონალური რეაქციების ცვლილება. 2) კონცენტრირების უნარზე კონტროლის დაკარგვა. 3) ნერვულ-გრძნობითი აღგზნება. 4) მეხსიერების კოორდინაციის სერიოზული დარღვევა. 5) დეპრესიული მდგომარეობა. 6) მკვლელობისა და თვითმკვლელობისადმი მიდრეკილება. 7) სადო-მაზოხისტური აქტების ჩადენის მძაფრი მოთხოვნილება. ზნეობრივი თვალსაზრისით; როკ-მუსიკის სისტემaტიური მოსმენის უარყოფითი შედეგები დაკავშირებულია მსოფლიო როკის 5 მთავარ თემასთან - ესენია: ნარკოტიკები, ბუნტი, ცრუ რელიგია და ეშმაკისეული ზეგავლენა. ზემოთ მოტანილი ფაქტების ერთობლიობა თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში როკ-რევოლუციამ მოზარდი თაობის ისეთი ღრმა ხრწნილება გამოიწვია, როგორსაც აქამდე ისტორიაში ადგილი არ ქონია. თიტოეული ჩვენგანის ვალია ზნეობრივი და ხორციელი დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა - იმ თინეიჯერთა გადასარჩენად რომელნიც გაუცნობიერებლად ექცევიან მისი ზეგავლენის ქვეშ.
4. მონაწილეთა ასაკი:
5. ვადები/ხანგრძლივობა:
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში;
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას
8. სარგებელი სხვებისთვის:
9. სამუშაო ენა:
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასტან კავშირი:
12. პროექტის ავტორი: სოფიკო ბიჭაშვილი
13. პროექტის ავტორის ელ. ფოსტა: sbichashvili@gmail.com
14. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: sbichashvili.blogspot.com